|
2025-03-05 13:52:37, 520 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - თვითმმართველობის არჩევნებში არცერთ რაიონსა და ქალაქში ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს
„ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება, რადგან ხალხმა დაინახა, ჩვენმა პოლიტიკამ ქვეყანას რამხელა უბედურება აარიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე საუბრისას განაცხადა. „მმართველ გუნდს საარჩევნო სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს. თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა. საზოგადოებამ დღეს კიდევ უფრო ცხადად დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკა და თუ რამხელა უბედურება აარიდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყანას. ის, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა. ყველას გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან როგორი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნაზე, სანქციებთან მიერთებაზე. წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ ეს შეცდომა დაგვეშვა, რამდენად მძიმე იქნებოდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის?“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა. რაც შეეხება ოპოზიციას და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, კახა კალაძის თქმით, მათ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ. „ოპოზიციის გეგმებზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, მათ წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვთ. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ძირითადად დავალებებს გარედან იღებს, ემსახურება უცხოურ ძალებს, ატარებს სხვა ქვეყნის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ასეთ მოღალატეობრივ, უსამშობლო დაჯგუფებას საზოგადოება ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს. ცხადია, რომ მათ არ აქვთ სურვილი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ამიტომაც აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. ამას აქვს ერთი ახსნა – იციან, რომ დამარცხდებიან. არსად, არცერთ რაიონსა და ქალაქში მათ არანაირი შანსი არ აქვთ, არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ“, – განაცხადა თბილისის მერმა. რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, თვითმმართველობის არჩევნებში დააყენებს თუ არა ისევ საკუთარ კანდიდატურას, კახა კალაძემ აღნიშნა: „ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“.
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)