|
2025-03-05 13:25:59, 692 ნახვა
სამართალი
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ გუშინ შეიყვანეს, სადაც მას კვლევები ჩაუტარდა. „გუშინ საღამოს შემოიყვანეს კლინიკა „ვივამედში“. მას მაშინვე ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, კონსულტირებული იქნა სხვადასხვა სპეციალისტის მიერ და პაციენტი მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც დამაკმაყოფილებელი. დამაკმაყოფილებელი იყო კვლევის შედეგებიც, იყო მცირე ცვლილებები. მას აეხსნა მოსალოდნელი გართულებების შესახებ ხანგრძლივი შიმშილობის შედეგებზე. გაითვალისწინა მოსალოდნელი გართულებები, მიეცა რეკომენდაციები და გვაქვს კარგი ინფორმაცია, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. თემურ ქათამაძე 48 დღე შიმშილობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)