22:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 10:43:09, 490 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ჩინეთის საელჩო - თუ ომი არის ის, რას აშშ-ს სურს, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

თუ ომი არის ის, რაც აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ომი, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ში ჩინეთის საელჩო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„თუ აშშ-ს ნამდვილად სურს ფენტანილის პრობლემის მოგვარება, მაშინ უმჯობესი იქნება ჩინეთთან კონსულტაციები და ერთმანეთის თანასწორად მოპყრობა. თუ ომი არის ის, რას აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ომი, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ“, - წერს აშშ-ში ჩინეთის საელჩო X-ზე.

ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „აშშ ფენტანილის საკითხს ჩინურ იმპორტზე ტარიფების გაზრდისთვის სუსტ საბაბად იყენებს“.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფების გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს. ჩინეთმა გარკვეული სახის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics