09:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 18:41:50, 579 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა მედიის და FARA-ს კანონებს I მოსმენით მხარი დაუჭირა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს და მაუწყებლობის შესახებ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

"ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და ისევ და ისევ, თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია, რომ თავიანთი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება, რომ ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს და საზოგადოებას აქვს უფლება, რომ მიიღოს სწორი, გადამოწმებული, ჯეროვანი ინფორმაცია და არა პოლიტიკური შეხედულებებით დახუნძლული, თუ პირდაპირ დეზინფორმაციული ხასიათის ფაქტების გავრცელება, რომლის არაერთი მაგალითიც ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ, რისი პრევენციაც ჩვენ გვინდა." - განაცხადა  დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.

არლამენტმა პლენარულ სხდომაზე "FARA"-ს კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. 

სხდომაზე კანონპროექტი ოცნების დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა და მუხლები პრინციპების დონეზე განიხილა. 

"ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც არის დეტალური თარგმანი ამერიკული კანონისა. [...] პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე წარმოგიდგენთ "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს".

[...] მუხლი პირველი განსაზღვრავს ტერმინებს. მაგალითად, მოცემულია ვინ არის პირი, ვისაც ეს კანონი განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამერიკული კანონი, თავდაპირველ ქართულ გამჭვირვალობის კანონისგან განსხვავებით, ვრცელდება ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, ვინც იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან ან მოქმედებენ უცხოური ძალის, უცხოური პრინციპალის დავალებით. ქართული გამჭვირვალობის კანონი კი ვრცელდება მხოლოდ იურიდიულ პირებზე, ერთი მაგალითი, თუ რამდენად უფრო მკაცრია ამერიკული კანონი.

მეორე მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო განცხადება, თუ რა განცხადება უნდა წარადგინონ ანტიკორუფციულ ბიუროში. მესამე მუხლი განსაზღვრავს გამონაკლისებს, თუ რომელ პირზე არ ვრცელდება კანონის მოქმედება. მეოთხე მუხლით განსაზღვრულია პოლიტიკური პროპაგანდის დახარისხება და კატეგორიზაცია, და შესაბამისი რეგულაციები. მეხუთე მუხლი დოკუმენტების და ჩანაწერების წარმოებას გულისხმობს. მეექვსე მუხლით ოფიციალური საჯარო მონიტორინგის, ჩანაწერების და ინფორმაციის გადაცემის წესია დარეგულირებული. მეშვიდე მუხლის მიხედვით, უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირების პასუხისმგებლობაზეა საუბარი. ხოლო მერვე მუხლი განსაზღვრავს აღსრულებასა და ჯარიმებს. მეცხრე მუხლი განსაზღვრავს კონკრეტულად იმ წესებსა და პირობებს, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილებები იქნება. ხოლო მეათე ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე.". - გორდულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics