|
2025-03-04 18:28:54, 656 ნახვა
სამართალი
აუცილებლად დაიწყება გამოძიება - პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვების საკითხზე გამოძიება დაიწყება. ბაჩიაშვილმა დღეს, 4 მარტს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მან საქართველო დატოვა. როგორც სადრაძე ამბობს, ბაჩიაშვილს არ ჰქონდა საზღვრის კვეთის ნებართვა, ბრალდების მხარის ნებართვის გარეშე, ასევე ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტიც. "ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც ცნობილი გახდა სოციალური ქსელის მეშვეობით. როგორც მოგეხსენებათ, მის მიმართ გამოყენებული არის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ასევე დამატებითი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დატოვების აკრძალვას, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმაციისა და თანხმობის გარეშე, ასევე პასპორტები ჰქონდა ჩამორთმეული. ბუნებრივია ფაქტობრივი მოცემულობა რაც გვაქვს, საჭიროებს შესწავლას, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად დაიწყება გამოძიება. ბუნებრივია, რა შედეგებიც იქნება ამის შესაბამისად, სამართლებრივი შეფასება და აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ამაზე იქნება დამოკიდებული". - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ. გორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, მას არ ჰქონდა იმფორმაცია ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ. "როგორც თქვენთვის არის სიახლე, იგივეა ჩემთვისაც, მე გიორგისთან პირველი კომუნიკაცია მქონდა ამ პოსტის შემდეგ, არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია, ვიცი, რომ თანხმობას აცხადებს ჩვენება მისცეს დისტანციურად". - თქვა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)