|
2025-03-04 16:25:16, 516 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალია მზადაა, უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის საკითხი განიხილოს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების აღსრულების უზრუნველსაყოფად ევროპელ ლიდერებს შორის ე.წ. მოსურნეთა კოალიციის შექმნის პარალელურად, ავსტრალიის პრემიერმინისტრის, ენტონი ალბანესის განცხადებით, ავსტრალიის მთავრობა მზადაა, უკრაინაში მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების ნაწილად ჯარის გაგზავნის შესახებ ნებისმიერი წინადადება განიხილოს. სიდნეიში გამართულ პრესკონფერენციაზე ალბანესს ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა 4 მარტს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, რის საპასუხოდაც პრემიერმინისტრმა უკრაინის მიმართ ავსტრალიის მხარდაჭერა გაიმეორა. "ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხალხის მამაცი ბრძოლის გვერდით ვდგავართ, დაიცვან თავიანთი ბუნებრივი სუვერენიტეტი". - განაცხადა ალბანესმა და დაამატა, რომ ავსტრალია შემდგომი დახმარებისთვის მზადაა. ავსტრალიას უკრაინისთვის ამ დროისთვის 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ფინანსური და სამხედრო დახმარება აქვს გაგზავნილი. ალბანესმა აღნიშნა, რომ ის უკრაინაში ავსტრალიური ჯარების გაგზავნის შესახებ წინადადების "განსახილველად მზადაა". "ამ მომენტში მსჯელობა მიმდინარეობს [უკრაინაში] პოტენციური სამშვიდობო ძალების [განლაგების] შესახებ. ჩემი მთავრობის პერსპექტივით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი წინადადების განსახილველად, რამეთუ ავსტრალია ისტორიის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სამშვიდობო სფეროს მთელ სპექტრში. ჩვენ გვსურს, უკრაინაში მშვიდობა ვიხილოთ, თუმცა ასევე გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის არაკანონიერი და ამორალური ქმედებები არ დაჯილდოვდება და რომ ვლადიმირ პუტინი და მისი დიზაინები, რომლებიც იმპერიალისტურია, არ დაჯილდოვდება და წახალისდება". - თქვა ალბანესმა. პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით რაიმე მყარი წინადადება არ გახმოვანებულა და ამასთან, ავსტრალიისთვის სამშვიდობო მისიაში წვლილის შეტანისთვის არავის მიუმართავს. "თუ მოთხოვნა იქნება, ჩვენ მას განვიხილავთ. აშშ-სთან დაკავშირებით - აშშ ავსტრალიის მნიშვნელოვანი მოკავშირეა. არსებობს ალიანსი ჩვენს ქვეყნებს შორის. რაც შეეხება ავსტრალიის საგარეო პოლიტიკას, ამას ავსტრალია განსაზღვრავს. ავსტრალიის ეროვნულ ინტერესებშია უკრაინის მხარდაჭერა და ეს არის ის, რასაც მთავრობა აკეთებს". - თქვა ალბანესმა.
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)