13:24 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 14:29:23, 522 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი - ვინც ეჭვქვეშ აყენებს ამ აშკარა ჭეშმარიტებას, ხელს უწყობს პუტინის ტრიუმფს

სუვერენული, პროდასავლური უკრაინა, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან, ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლიტიკურ არეულობასა და მზარდ ქაოსში ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვინც ეჭვქვეშ აყენებს ამ აშკარა ჭეშმარიტებას, ხელს უწყობს პუტინის ტრიუმფს. გასაგებია?“ - წერს ტუსკი.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, პაველ ვრონსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზების გადაწყვეტილება მოკავშირეებთან კონსულტაციის და მათი ინფორმირების გარეშე მიიღო.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ეს წინადადება შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს - გადაწყვეტილება მიღებულია ნატო-ელ მოკავშირეებთან ან „რამშტაინის“ ჯგუფთან კონსულტაციების, ან მათი ინფორმირების გარეშე“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics