12:13 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 14:05:38, 410 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ქუთაისში ქალი მეწარმეებისთვის ბიზნეს შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს 360°-ის ფარგლებში, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება ამჯერად, ქუთაისში, ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით, შეხვედრა-“კონტენტის შექმნა”,  5 მარტს ჩატარდება.

შეხვედრა 14 საათზე, ქუთაისი ინნ-ში გაიმართება.

შეხვედრაზე ესერთი კონტენტ სტუდიოს დამფუძნებლები ლიანა მეტრეველი და ირინა ბერიაშვილი მეწარმე ქალებს გაუზიარებენ ცოდნას თუ როგორ შექმნან კონტენტი ბიზნესისთვის. ასევე ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: კონტენტის და პროდუქტის ფოტოგრაფია, მისი დაგეგმვა, სხვადასხვა თანამედროვე კრეატიულ მიდგომები, ტექნიკები და ხრიკები. გარდა ამისა, ვორკშოფის მიმდინარეობისას მის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ,  ადგილზე  შეასრულონ დავალება, შექმნან კონტენტი მოცემული ვიზუალური დავალების და რეკვიზიტების მიხედვით.

ვორკშოფზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე, 4 მარტის ჩათვლით.  

,,საქართველოს ბანკისთვის ქალი მეწარმეების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ჩვენ კარგად გვესმის ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული სირთულეები, ამიტომაც აქტიურად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ საუკეთესო შეთავაზებები მივაწოდოთ. სწორედ ამ მიზნით, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, შეხვედრების სერიებს ვაგრძელებთ, ამჯერად ქუთაისში. შეხვედრაზე ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ კონტენტის შექმნასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მიიღონ, რაც სამომავლოდ მათ დაეხმარებათ საკუთარი სოციალური გვერდების კიდევ უფრო განვითარებასა და დახვეწაში. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და კვლავ აქტიურად ვგეგმავთ მსგავსი, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“,-აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics