2016-03-10 14:27:49, 699 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში იეჰოვას მოწმეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ქუთაისში ე.წ. სტეკლოტარას დასახლებაში უცნობმა მამაკაცმა იეჰოვას მოწმეებს მოძრავი სტენდი დაუმტვრია.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც იეჰოვას მოწმეების იურისტი მანუჩარ ციმინტია აცხადებს, მამაკაცმა 2 ქალს, რომლებიც მოძრავ სტენდთან მუშაობდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, მიიმალა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან