ბაია ბრაჟე - საქართველოს 16 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, მათ შეუზღუდავი ვადით ავუკრძალე ლატვიაში შემოსვლა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ლატვიამ დამატებით საქართველოს 16 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაია ბრაჟე ავრცელებს.
"ლატვიის პერსონა ნონ გრატას სიაში საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე და შეუზღუდავი ვადით ავუკრძალე ლატვიაში შემოსვლა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61(2) მუხლის შესაბამისად", - წერს X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაია ბრაჟე.