|
2025-03-03 14:02:18, 436 ნახვა
პოლიტიკა
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საკითხი საკომიტეტო სხდომაზე პირველი მოსმენით გავიდა. მასზე პარლამენტი, სავარაუდოდ, სესიის ფორმატში მიმდინარე კვირას იმსჯელებს. „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ერთობლივი ინიციატივით ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის. ამ მიმართულებით პარლამენტში ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტია ინიცირებული. პირველი პროექტის გათვალისწინებით, სატელევიზიო და რადიო ორგანიზაციებს „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება ეკრძალებათ. მედიაორგანიზაციები „უცხო ძალისგან“ ვერც ფულადი და ვერც ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღებას შესძლებენ. იკრძალება „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა - პროგრამების მომზადებისა და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება და თანადაფინანსება. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მისი მიღების შედეგად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი: - . ახალი ამბების გაშუქების დროს „სამართლიანობისა“ და „მიუკერძოებლობის“ პრინციპებს არ დაიცავენ. . თუ ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს; . წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა); . თუ პირდაპირ ეთერში შესული ზარები სამართლიანობის პრინციპით არ შეირჩევა. ერთი შეხედულების გამოხატვა დაუშვებელი იქნება; . თუ სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, რომლებსაც იღებენ; . თუ პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ მაუწყებელმა ეთიკური სტანდარტი დაარღვია, ის მას გააფრთხილებს და დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადას მისცემს. თუ მაუწყებელი კომისიის მითითებას არ შეასრულებს, მას დააჯარიმებენ.
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)