11:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 12:08:16, 499 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციას ვურჩევდი, მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ ისევ გამანადგურებელი ანგარიშით არ წააგონ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია - მას ლიდერის თვისებები და უნარ-ჩვევები არ გააჩნია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ბოლო რამდენიმე წელია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტია“.

„სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია. მას ლიდერის თვისებები და უნარ-ჩვევები არ გააჩნია - არის „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი იქით მხარეს გადავიდა - ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვატყობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე, რა შანსები აქვს ოპოზიციას ერთობლივი შეხვედრების ფონზე, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ ისინი „რაც უფრო მალე დაბრუნდებიან რეალობაში, მათთვის უკეთესი იქნება“.

„უკვე გავიდა რამდენიმე თვე, ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ვურჩევდი, რომ უკვე დაიწყონ მზადება იმისთვის, რომ იმავე გამანადგურებელი ანგარიშით არ წააგონ არჩევნები, როგორც საპარლამენტო არჩევნები წააგეს. სადღაც ოფისი აქვს ნაქირავები ზურაბიშვილს და იქ ისევ გრძელდება სახლობანას თამაში, თითქოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიდიან. რაც უფრო მალე დაბრუნდებიან რეალობაში, მათთვის მით უკეთესი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics