11:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 11:44:51, 364 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - გვჭირდება ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან დაიცავს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

გვჭირდება ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან დაიცავს, „ფარას“ კანონი საქართველოს უცხოური გავლენებისგან დაიცავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძის თქმით, ეს კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში სამაგალითოა.

„თითქმის საუკუნეა, „ფარა“ ამერიკაში უცხოური ჩარევების განეიტრალებას უზრუნველყოფს. ეს კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში სამაგალითოა. საქართველოს ისევ აქვს ის გამოწვევები, რაზეც მანამდეც ვსაუბრობდით და არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, ძლიერი კანონმდებლობა გვჭირდება, რომელიც მომავალში ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან დაიცავს. „ფარა“ საქართველოს უცხოური გავლენებისგან დაიცავს. თავის დროზე „ფარაზეც“ იყო საუბარი, თუმცა მაშინ ამერიკული კანონი „რუსულ კანონად“ მონათლეს. იმაზე უფრო ლმობიერი კანონი მივიღეთ, ვიდრე საფრანგეთმა, თუმცა სამოქალაქო სექტორის ნაწილმა კანონის აღსრულებას შეგნებულად აარიდა თავი და ისინი წავიდნენ ჯარიმებზე, რათა გამჭვირვალობა არ იყოს. ახლა უკვე გაუმჭვირვალობასა და სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე თავად ამერიკული მხარე საუბრობს და უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რომ ჩვენი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დავიცვათ. არ გვინდოდა ისეთი მკაცრი კანონმდებლობის მიღება, რომელიც საფრანგეთსა და აშშ-ს ჰქონდათ, მაგრამ გამოწვევებმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია, უფლება მოგვცა, ასეთი კანონმდებლობა მივიღოთ და ქვეყანა ნებისმიერი უცხოური გავლენებისგან დავიცვათ, მათ შორის მედიაც, სამოქალაქო სექტორიც და ის იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელსაც ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics