21:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 12:53:19, 805 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით, ეროვნულ მუზეუმში მუდმივმოქმედი „ნუმიზმატიკური საგანძურის" გამოფენა გაიხსნა

„ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუდმივმოქმედი „ნუმიზმატიკური საგანძურის" გამოფენა გაიხსნა.

გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და „ლიბერთი ბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა დავით მელიქიძემ გახსნეს.

„ნუმიზმატიკური საგანძურის" ექსპოზიციით საზოგადოებამ გაიცნო საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მომოქცევის ისტორია ძვ.წ VI საუკუნიდან 1834 წლამდე.

გამოფენა პრემონეტარული ნივთების გაცნობით დაიწყო, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა წონისა და ზომის ბრინჯაოს მასიური რგოლები (ძვ.წ. II-I ათასწლეული), კაური (ინდოეთის ოკეანეში გავრცელებული მოლუსკის ნიჟარა) და შრომის სხვადასხვა იარაღი, რომლებიც უძველეს დროში საქონლის ღირებულების საზომად გამოიყენებოდა.

ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო კოლხური თეთრის იშვიათი ნიმუშები, კოლხეთის მეფის აკის სტატერი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ადგილობრივი მინაბაძები, რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დენარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიული იმიტაციები.

დამთვალიერებლისათვის პირველად გამოიფინა ქართულ-სასანური იშვიათი დრამები, ჯაფარიანების თბილური დირჰემები, ბაგრატიონების ბიზანტიური ტიტულიანი ვერცხლის ქართული საფასეები, დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტა, რუსუდან დედოფლის უნიკალური დრამა, გიორგი IV ლაშას უნიკალური სპილენძის მონეტა, ყვარყვარე ათაბაგის, იმერეთისა და ქართლ-კახეთის მეფეების მონეტები.

„საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მონეტები, რომლებიც 27 საუკუნეს ითვლის, ზუსტად ასახავს ქვეყნის იმდროინდელ კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც, დამეთანხმებით, მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა სახელმწიფოსათვის. რაღა თქმა უნდა სს ,,ლიბერთი ბანკი" მუდამ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ღონისძიებაში'', - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა დავით მელიქიძემ.

ნუმიზმატიკის კაბინეტი საქართველოში პირველად ეროვნული მუზეუმის ეგიდით სვანეთის მუზეუმში გაიხსნა. ამჯერად კი, ასეთი ფართო მასშტაბით, პირველად წარედგინა საზოგადოებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics