14:52 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 12:36:30, 726 ნახვა

სამართალი
საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ელექტრონული გახდა

ამიერიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საჩივრის წარდგენა მოქალაქეებს ელექტრონულად შეეძლებათ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსებულ ადმინისტრაციული საჩივრის ელექტრონული პროგრამის დახმარებით, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, საჩივარი სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით გაგზავნონ და პასუხიც ინტერნეტითვე მიიღონ.

მათივე ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოქალაქისთვის პროგრამაში პერსონალური  გვერდი იქმნება, რომელზე წვდომაც მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან აქვს. აქვე შესაძლებელია ელექტრონული ადმინისტრაციული საჩივრის მზა ფორმის მოძიებაც. საჩივარზე მიღებული პასუხი მოქალაქის პერსონალურ გვერდზე აისახება. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში რეგისტრირებული ყველა დაინტერესებული პირის ისტორია  მის  პერსონალურ გვერდზე ინახება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია  კონკრეტული საჩივრის მომზადების, ელექტრონულად გაგზავნის  და მათზე საჯარო რეესტრისგან მიღებული პასუხების მოძიება.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და ამ გზით მოქალაქეებისთვის საჯარო რეესტრთან კომუნიკაციისა თუ მისგან სერვისების მიღების გამარტივება ჩვენთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი. ადმინისტრაციული საჩივრის ელექტრონული პროგრამა მოქალაქეებისთვის ამცირებს ბარიერებს, გაცილებით ამარტივებს, აჩქარებს საჩივრის წარდგენის პროცესს და  მას კიდევ უფრო კომფორტულსა და გამჭვირვალეს ხდის",- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

ადმინისტრაციული საჩივრების ელექტრონული პროგრამა თავად საჯარო რეესტრისთვისაც გააუჯობესებს ადმინისტრაციული საჩივრების მონიტორინგის პროცესს და მისი საქმიანობის ეფექტურობასაც გაზრდის. პროგრამა საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ არის შექმნილი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics