14:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 18:08:35, 595 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი რუსეთის საგარეო დაზვერვის ბრალდებებს დეზინფორმაციული კამპანია უწოდებს

ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ იყო მიმართული, დეზინფორმაციული კამპანია უწოდა. მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს უნდობლობის დათესვას და მანიპულაციას.

„მოკლედ რომ ვუპასუხოთ თქვენს კითხვას - ეს არის სრულიად ყალბი ინფორმაცია. რაც შეეხება უფრო ვრცელ განცხადებას - ეს დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ახორციელებენ რუსეთთან დაკავშირებული საინფორმაციო საშუალებები, აშკარად მიზნად ისახავენ მანიპულაციას და უნდობლობის დათესვას. ეს ბრალდებები ევროკავშირის წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლოა“, - განაცხადა ანუარ ელ ანუნმა.

გარდა ამისა, ევროკავშირი გამოთქვამს შეშფოთებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეცვალოს თავისი ქმედებები და განაახლოს ურთიერთობა ევროკავშირთან.

 „ევროკავშირი გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს თავისი ქმედება და ხელახლა განაახლოს ურთიერთობა ევროკავშირთან“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებული განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის, ქართველ ახალგაზრდებს 120 ევროს გადაუხადოს ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობის სანაცვლოდ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics