13:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 16:52:18, 472 ნახვა

პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება

როდესაც ოკუპანტი რუსეთისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები და ტყუილები ერთი-ერთში ემთხვევა ევროკავშირთან და საქართველოს ათიათასობით მოქალაქესთან დაკავშირებით, აღარანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ეჭვისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, რუსეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ევროკავშირი დღიურად 120 ევროს ოდენობით აფინანსებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს არა ქართველ ხალხს, არამედ საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს.

„როდესაც ოკუპანტი რუსეთისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები და ტყუილები ერთი-ერთში ემთხვევა ევროკავშირთან და საქართველოს ათიათასობით მოქალაქესთან დაკავშირებით, რომლებიც „ქართული ოცნების“ ძალადობას აპროტესტებენ, ეს აღარ ტოვებს აღარანაირ სივრცეს ეჭვისათვისაც, რომ „ქართული ოცნება“ ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომაა, რომ „ქართული ოცნება“ იმ ტყუილებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფოს დაზვერვა და ეს დღესავით ნათელი მტკიცებულებაა, თუ ვის წარმოადგენს დღეს „ქართული ოცნება“. ისინი დღეს არა ქართველ ხალხს, არამედ საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics