14:11 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 15:58:55, 557 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - გარდაუვალი იქნება დასავლეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პროცესის გაგრძელება

ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, რაც სანქციებისთვის ემზადება - ერთადერთი, რაც დღეს დასავლეთში განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ზეწოლა მასსა და მის რეჟიმზე, მათ შორის სანქციების შემოღების გზით,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ ფინანსურ სანქციებს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან მას ფინანსური აქტივების დიდი ნაწილი ოფშორულ ზონებში აქვს თავმოყრილი.

„ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, რაც სანქციებისთვის ემზადება. იცის, რომ გარდაუვალი იქნება დასავლეთის მხრიდან მისი, როგორც რუსეთის მოკავშირის დასანქცირების პროცესის გაგრძელება.

აშშ-ს სწორედ ამ მიზეზით ჰყავს დასანქცირებული, რომ ის რუსეთის და პუტინის რეჟიმის ინტერესებს ახორციელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ამ პროცესის გაგრძელება მისთვის დამაზიანებელი იქნება, რადგან მას ოფშორულ ზონებში დიდი რაოდენობით აქტივები ჰქონდა მობილიზებული.

ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ინდივიდუალურ ფინანსურ სანქციების დაწესებას გაამარტივებს. არავინ არ აპირებს ურთიერთობების გადატვირთვას რუსი ოლიგარქის რეჟიმთან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics