15:57 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 11:33:31, 474 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი - გურიაში ძირითადი გზების 80 % გაწმენდილია

ძირითადი გზების 80 % უკვე გაწმენდილია, ეს არის მუნიციპალური გზები, დღეს კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება, სერიოზული პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს გურიის რეგიონში განუცხადა.

მისივე თქმით, ჯამში, სტიქიის დაწყების დროს, 35 000 აბონენტზე იყო დაზიანება, გუშინ დღის ბოლოს კი  29 000-მდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია. ასევე გაზიფიცირება აღუდგა დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც დავალებები გაიცემა შტაბის შეხვედრებზე დღის დასაწყისში და დღის ბოლოს ვიბარებთ ანგარიშს. სერიოზული პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, ჯამში, სტიქიის დაწყების დროს, 35 000 აბონენტი იყო გათიშული. გუშინ, დღის დასაწყისში, 24 000-ზე მეტი აბონენტი უკვე იყო ჩართული, დღის ბოლოს კი ამას დაემატა 4 800 აბონენტი. კარგად მივდივართ ამ მიმართულებით.

ასევე, ძირითადი გზების 80 % არის უკვე გაწმენდილი, ეს არის მუნიციპალური გზები. დღეს კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება. ასევე, ძალიან ბევრ სოფელში მივედით სოფლის ცენტრამდე, საიდანაც შესაძლებელია, რომ უშუალო კომუნიკაცია მოხდეს უკვე მოსახლეობასთან, საჭიროების შემთხვევაში სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება მათთვის. გაიცა კონკრეტული დავალებები, დასახულია გეგმა. გაზმომარაგების ნაწილში, 1 300 აბონენტი იყო გათიშული და ნახევარზე მეტი უკვე აღდგენილია. ამ მიმართულებით, დღეს, უკეთესი დინამიკა და შედეგები გვექნება და ყველა ის რესურსი, რომელიც არსებობს მობილიზებულია. მთავარია, ვმოქმედებთ სწორი კოორდინაციისა და სწორი მართვის პირობებში,"- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics