12:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 23:24:11, 900 ნახვა

საზოგადოება
ცხრა დღეა ბებიას ვერ ვმარხავთ, გამგეობიდან მეუბნებიან, რა იცო ოჯახში მიცვალებული რომ არისო - მოქალაქე

ქრისტინე ლომთათიძე, რომელსაც მეცხრე დღეა, ბებია ჰყავს გარდაცვლილი, იმის გამო, რომ ერთადერთი ტრაქტორი, რომელიც მისი სახლიდან სასაფლაომდე გზის გაწმენდას შეძლებს, გაფუჭებულია, მიცვალებულის დაკრძალვას ვერ ახერხებს.

როგორც ის გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას ამბობს, დაჰპირდნენ რომ ხვალ შეძლებენ ტაქტორის შეკეთებას და იმედოვნებს, რომ იქნებ მეათე დღეს მაინც შეძლოს ბებიის დაკრძალვა.

რამდენჯერმე დავრეკე მაღალჩინოსნებთან, ბევრი ადამიანის შეწუხება მომიწია, ერთ-ერთი საუბრის დროს, მეუბნებიან, თქვენ რა  იცით, ოჯახში მიცვალებული ჰყავთ თუ არა, ვეუბნები, რომ ოჯახის წევრი ვარ, მათი კითხვა იყო სამარცხვინო-რომელი შვილი ხართო?

გამგეობის წარმომადგენელი იყო, რომელსაც არ ვიცნობ, ერთადერთი, ხიდისთავის გამგეობიდან რაც შეძლეს, შეეცადნენ, რომ მანქანით აეყვანათ ოჯახის წევრები სახლამდე, მაგრამ მაინც ვერ მიაღწიეს სახლამდე და მამიდა კვლავ უკან დააბრუნეს. სასაფლაომდე მისასვლელი გზა ფიზიკურად არ არის. დღეს უნდა გაეწმინდათ გზა, რომ ხელით აგვესვენებინა მიცვალებული, მაგრამ გაფუჭდა ნაწილი და ხვალ დილას გავაგრძლებთ მუშობასო. ვერ დავკრძალეთ მიცვალებული. შუქი არ არის, გენერატორი ვერ მოგვაწოდა ვერავინ, წარმოიდგინეთ, რა ვითარებაში გვიწევს მიცვალებულის გაჩერება. ყველა ტექნიკა ფიზიკურად ვერ ადის, რადგან ჩვენ გზაზე ვიწროა. ერთი ტრაქტორი ჰყავდათ ის და გაფუჭებულია და მეწიეთში აყენია. დაგვპირდნენ, ხვალ დილას გავაკეთებთ და გავწმენდთ გზასო“, - ამბობს ქრისტინე ლომთათიძე.

მისივე თქმით, ხვალაც თუ ვე მოხერხდება ტაქტორის შეკეთება, ყველგან გაავრცელა ინფორმაცია, რომ იქნებ ახალგაზრდა ბიჭები დაახმარონ და ნიჩბებით მაინც გაკვალონ გზა სასაფლაომდე.

სხვა რომ ვერაფერი მოვახერხე, დღეს გავავრცელე ინფორმაცია ყველგან, რომ თუ ვერ ახერხებთ დახმარებას, ახალგაზრდა ბიჭები დაგვახმარეთ, რომ სახლიდან სასაფლაომდე გზა ნიჩბებით გავთოვლოთ, - ამბობს ის.

ქრისტინე ლომთათიძე სოფელში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. ამბობს, რომ სოფელში მცირეწლოვანი ბავშვები საკვების გარეშე რჩებიან, მოხუცები კი წამლების.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics