15:58 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 21:11:21, 607 ნახვა

პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პროკურატურა არჩევნების გაყალბების საქმის შეწყვეტისკენ მიდის

„გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პროკურატურა არჩევნების გაყალბების საქმის შეწყვეტისკენ მიდის.

მეზვრიშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მალე გახმაურდება.

მისი შეფასებით, საქმეზე გამოძიების შეწყვეტა „არალეგიტიმურ „ოცნებას“ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს“, ხოლო პროკურატურას „გაყალბების თანამონაწილედ“ დაასაბუთებს.

მეზვრიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების მიზანი „გაყალბების მთავარი მტკიცებულების მძევლად აყვანა და სიმართლის დაფარვა იყო“, ხოლო პროცესში ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ერთობლივად მოქმედებდნენ.

„როგორც ჩემთვის ცნობილია და მოსალოდნელიც იყო, პროკურატურა მომავალში გადაწყვეტილებას არჩევნების გაყალბების საქმეზე შეწყვეტის შესახებ გაახმაურებს. ნიადაგის შესამზადებლად კობახიძე დღეს კიდევ ერთხელ იტყუება, თითქოს გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს.

სინამდვილეში, სწორედ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე დაყრდნობით განაჩენი გამოუტანა „ოცნებას“ ოდირმა, რამაც იმდენად გააოგნა, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებული ენა შეცვალა და სავარაუდო დარღვევებს ფაქტები უწოდა. სწორედ ეს მტკიცებულებები იყო, რომლებმაც არჩევნების არალეგიტიმურობა დაადასტურა.

მინდა შეგახსენოთ, რომ პროკურატურის გამოძიების მიზანი გაყალბების მტკიცებულებების დაფარვა იყო. ამ პროცესში ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ერთობლივად მოქმედებდნენ, ფაქტობრივად გაათავისუფლეს და გადამალეს საარჩევნო სიები.

მაღისტრატ მოსამართლესთან ორი საათის განმავლობაში ვუხსნიდი არჩევნების სისტემური გაყალბების სქემას, რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ გაყალბებულა. დავტოვე შესაბამისი მტკიცებულებებიც, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე თვეების განმავლობაში ვაქვეყნებდით იმ ინფორმაციას, რაზეც პროკურატურას მოქმედება უკვე უნდა დაეწყო.

თუმცა, იქ დამხვდა პროკურატურა, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, სისტემურ გაყალბებას კი არა, ცალკეული საარჩევნო დოკუმენტების ფორმალურ გაყალბებას იძიებდა. არც ერთი კითხვა არ ეხებოდა ამომრჩევლის ნებაზე სახელმწიფოს სისტემურ ზემოქმედებას, საარჩევნო კომისიების „ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტებას, ფარულობის მასშტაბურ დარღვევას და ა.შ. ყველა კითხვა, რომელიც დაისვა, პირიქით, გამორიცხავდა სისტემურ მიდგომას.

ამიტომაც, თავიდანვე ნათელი იყო, რომ გამოძიება დაიწყო მხოლოდ იმისთვის, რომ შეწყვიტონ ის.

შეწყვეტილი გამოძიება არალეგიტიმურ „ოცნებას“ ვერ შესძენს ლეგიტიმაციას, ხოლო პროკურატურას ნამდვილად გააფორმებს არჩევნების გაყალბების თანამონაწილედ,“ - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics