|
2016-03-10 10:16:09, 417 ნახვა
პოლიტიკა
ბაქოში გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი ბაქოში დაიწყო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ცნობით, გიორგი მარგველაშვილი დღეს ბაქოს მე-4 გლობალურ ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. „საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი ბაქოში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინოვი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბაქოს მე-4 გლობალურ ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმათავს. საქართველოს პრეზიდენტი ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან. „ფორუმის პირველ პანელზე „მსოფლიო დღეს - როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“ გიორგი მარგველაშვილი 70-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრებს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ფორუმის ამოცანაა მსოფლიო ლიდერებმა შეაფასონ გლობალური უსაფრთხოების ხელისშემშლელი სადავო და საკვანძო საკითხები და განსაზღვრონ ის შესაძლებლობები, რომელიც პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში დაეხმარებათ. ფორუმის პირველი დღე ძირითადად გეოპოლიტიკური კრიზისის განხილვას დაეთმობა, მომდევნო დღისათვის კი მიზნობრივი ჯგუფები თემატურ საკითხებს განიხილავენ - რეგიონში არსებულ გამოწვევების, რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობის, ენერგოუსაფრთხოების, კონფესიათაშორისი დიალოგის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)