2025-02-26 17:05:18, 553 ნახვა
საზოგადოება
თბილისიდან ჩასული მსახიობები, სტიქიის ზონაში ადგილობრივებს სახლების დათოვლაში ეხმარებიან
მსახიობები, სტიქიის ზონაში ჩავიდნენ. ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათაშვილი, გივიკო ბარათაშვილი და ბექა ხაჩიძე გურიაში ადგილობრივებს სახლების დათოვლაში ეხმარებიან.
დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს - დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. ადგილზე ჩავიდა თავდაცვის ძალები, ასევე მოხალისეების დიდი ჯგუფი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,