|
2016-03-09 21:39:32, 494 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: დღეს კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარება
მივესალმებით ევროკომისიის მიერ ამ საკანონმდებლო პროცესის ინიცირებას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე გაკეთებულ საკანონმდებლო ინიციატივას. ჯანელიძის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარება. მინისტრმა გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულ წარმატებას ქართული საზოგადოების მხარდაჭერით მიაღწია. "ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმ წარმატებისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით და რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოების მაქსიმალური მხარდაჭერით, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტად იყვნენ ინტეგრირებულნი ევროკავშირთან, მათ მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფალი გადაადგილების, ეს იძლევა ძალიან დიდ შესაძლებლობებს რეალური ნაბიჯებისა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამ ცვლილების ამოქმედებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მინისტრმა. მინისტრის განცხადებით საქართველომ 2013 წლის შემდეგ შეასრულა ყველა რეკომენდაცია და რეფორმა, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით იყო გათვალისიწნებული. რეფორმები შედგებოდა ოთხი ბლოკისგან. „პირველი ბლოკი არის დოკუმენტების უსაფრთხოება და ბიომეტრიკა, ანუ აუცილებელი პირობები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ბიომეტრიული პასპორტი, რათა ისარგებლოს მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. მეორე ბლოკი ეს იყო მიგრაცია და ინტეგრირებული საზღვრის კონტროლი, მათ შორის თავშესაფრის მაძიებელთა პოლიტიკა. მესამე ბლოკი ეს არის საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ხოლო მეოთხე ბლოკი არის საგარეო ურთიერთობები, ფუნდამენტური უფლებები. რეკომენდაციების შესაბამისად, შეფასება მოხდა რამდენიმე ფაზად. პირველ ფაზაში შეფასდა ის საკანონმდებლო, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური ჩარჩო, რომელიც საქართველოს მთავრობამ შექმნა და შემდეგ მეორე ფაზაზე მოხდა ამ ცვლილებების იმპლემენტაციის განხორციელების ეფექტურობის შემოწმება. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ წარმატების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით, რა თქმა უნდა ჩენი საზოგადოების მხარდაჭერით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)