15:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 18:18:52, 516 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლას უმასპინძლებს

მიმდინარე წლის 20-27 ივნისს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსი უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას, რომლის მიზანია, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში გაზარდოს ინტერესი საჯარო სამსახურის მიმართ, რათა მათ მომავალი განათლება დაუკავშირონ საჯარო მმართველობის სფეროს.საზაფხულო სკოლის მონაწილეები გამოვლინდებიან  მათემატიკის ტურნირით, რომლის  მეშვეობით შედგება რეიტინგული სია და საქართველოს მასშტაბით შეირჩევა ათ-ათი მოსწავლე (7 მოსწავლე - კერძო და საჯარო სკოლებიდან, ხოლო  3-3 მოსწავლე ფიზიკა-მათემატიკური სკოლებიდან,)   მე-9, მე-10, მე-11 კლასებიდან (ჯამში 30 მოსწავლე), რომლებიც გაივლიან 5 დღიან ტრენინგ-პროგრამას საქართველოს  იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში.  საზაფხულო სკოლის, სასწავლო პროგრამა, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:      

 გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი;  პიროვნული განვითარების ტრენინგი;  საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა; სამოქალაქო განათლების საკითხები; ინფორმაციული ტექნოლოგიები
მსოფლიო ოლიმპიადაზე გამოყენებული მათემატიკურიამოცანების განხილვა; პროექტი; განხორციელდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპზე (შერჩევის საფეხური) პროექტში დარეგისტრირებული მოსწავლეები შეირჩევიან   მათემატიკის ტურნირის საშუალებით  (ტურნირში მონაწილეობის საფასური თითოეული მონაწილისთვის შეადგენს  18 ლარს).

მეორე ეტაპი მოიცავს  იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში ზემოთ ჩამოთვლილ სწავლებებს. ტრენინგ-პროგრამის ბოლოს, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს, მედლებსა და სხვა საჩუქრებს.  

მათემატიკის ტურნირი ჩატარდება საქართველოს შემდეგ ქალაქებში:თბილისი -  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკა. მის: უნივერსიტეტის ქუჩა N 11ქუთაისი - ნ. ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი. მის: ირ. აბაშიძის N 22ბათუმი - თავისუფალი უნივერსიტეტის შენობა. მის: ი. ჯავახიშვილის N 3ზუგდიდი - სასულიერო გიმნაზიის შენობა.

მის: თაბუკაშვილის N 76თელავი - სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა. მის: ქართული უნივერსიტეტის ქ. N 1 საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლაში მოსახვედრად საჭიროა:

10 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა; გადაიხადოთ მონაწილეობის საფასური 18 ლარი; გაიაროთ ტესტირება მათემატიკაში 14-15 მაისს; ზემოთ მითითებულ თქვენთვის სასურველ მისამართზე (შედეგები გამოქვეყნდება 27 მაისს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics