15:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 02:50:28, 570 ნახვა

საზოგადოება
დასავლეთ საქართველოში სტიქიის ფონზე, ოცნების ხელისუფლება უმოქმედოა

დიდთოვლობა ბათუმში - ძლიერმა სტიქიამ ქუჩების პარალიზება გამოიწვია. ადგილობრივები მუნიციპალურ მერიას გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ქუჩაში გადაადგილება ჭირს.

მეტიც, როგორც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ვაჟა დარჩია ამბობს, ადგილზე პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ტექნიკა არ გამოჩენილა, არადა მისივე ცნობით, ყოველწამიერად ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება. 

ბათუმში შუადღის 12 საათიდან აღარ დადის ტრანსპორტი არცერთი მიმართულებით. ფაქტობრივად, ქალაქში წარმოუდგენელია გადაადგილება. ძირითად მოძრაობენ მანქანები, რომლებსაც შესაბამისი გამავლობა არ აქვს და სამწუხაროდ, სამუშაოების ხარისხი არის ძალიან დაბალი იმ ფონზე, რა ნალექიც ბათუმში არის. სამწუხაროდ, არანაირი შესაბამისი ტექნიკა ჩვენ დღეს ქალაქში არ გვინახავს... გაჩერებულია სასწავლო პროცესი", - ამბობს ვაჟა დარჩია.

 

მათივე ცნობით, დაღუპული მამაკაცია, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა. ნგრევის შედეგად მამაკაცს ბეტონის ფილა, ე.წ. “სინკარი” დაეცა.

ცენტრალური მაგისტრალი გაწმინდეს მხოლოდ, ნაწილობრივ, მხოლოდ ერთი ზოლი – ოზურგეთი-ლანჩხუთის დამაკავშირებელი გზა. მხოლოდ აქ შეუძლია გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტს. შიდა სასოფლო გზები სრულიად პარალიზებულია“, – ამბობს მამუკა ანანიძე ლანჩხუთის სოფელ ნინოშვილიდან. მოქალაქის თქმით, თოვლის სიმაღლე აქ მეტრ-ნახევარზე მეტია.

მოქალაქის თქმით, აზრი არ აქვს ცხელ ხაზზე დარეკვას დახმარების მიღების იმედად – „112-ში დარეკავ და გამისამართებენ მთავრობასთან. მთავრობასთან დარეკავ და პირიქით. ასე უნდა რეკო, სანამ ტელეფონი არ დაგიჯდება. ეს გამოცდილება მაქვს მე თვითონ. ჯერ დავურეკე ადგილობრივ მთავრობას და 112-ში დარეკეო. რომ დავრეკე [გზების] გაწმენდა ჩვენ არ გვევალებაო და ასეთი ამბავია, დარეკვასაც აზრი არ აქვს“.

მამუკა ანანიძე ამბობს, რომ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან მოქალაქეები მეზობელ სოფლებში. „მაღალ სოფლებში, მაგალითად ჩოჩხათში, ძალიან მძიმე სიტუაციაა. ფეხითაც ვერ გადაადგილდებიან აქ ადამიანები“.

ძალიან მძიმე სიტუაციაა ასევე ქობულეთში და მის რაიონში

 შემდეგ სოფლებში დიდთოვლობის შედეგად არის იგივე პრობლემები რაც გურიაში:

ქვედა კვირიკე
ზედა კვირიკე
ხუცუბანი (ნაწილობრივი გათიშვა)
ლეღვა
ქაქუთი
ბობოყვათი
ჩაისუბანი
დაგვა
კონდიდი
აჭყვისთავი
სამება ზედა
სამება ქვედა
ზენითი
მუხაესტატე

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics