2016-03-09 17:51:52, 601 ნახვა
საზოგადოება
ლევან გაჩეჩილაძე და გიორგი ისაკაძე დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ
ტელეკომპანია "მაესტროში" არხის ახალი გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე მივიდა თუმცა ის, შენობაში არ შეუშვეს. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის გვერდით მდებარე კაფეში შეხვედრას "ბიზნეს - კონტაქტის" ავტორსა და წამყვან, გიორგი ისაკაძესა და არხის ფინანსურ დირექტორ თემურ გაჩეჩილაძესთან მართავს.
შეგახსენებთ, რომ ლევან გაჩეჩილაძემ "მაესტროს" ჟურნალისტებს დღეს საკუთარ სახლში საღამოს 21:00 საათისთვის შეხვედრა შესთავაზა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან