19:09 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 17:06:16, 550 ნახვა

მსოფლიო
კესტუტის ბუდრისი პუტინზე - შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის,  კესტუტის ბუდრისმა განაცხადებით, წარმოუდგენელია  აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან რაიმე საკითხის, რაიმე საერთო ინტერესის, მომავლის განსახილველად.

კითხვაზე, „შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სცენარი, სადაც ევროპელი ლიდერები ვლადიმერ პუტინს ხვდებიან ცეცხლის შეწყვეტის, ან ხანგრძლივი მშვიდობის შემთხვევაში“, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა :

„არ ვიცი, შესაძლოა ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში სასამართლო პროცესის შემდეგ. მე ამას არ ვიზამ. არ ვიცი, შესაძლოა, ევროპელი ლიდერებიდან მას ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, რომ აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან რაიმე საკითხის, რაიმე საერთო ინტერესის, მომავლის განსახილველად. ვერ წარმომიდგენია, ვინმემ განაცხადოს, რომ შეუძლია ენდოს, რასაც პუტინი ამბობს“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უკრაინაში ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტა სახიფათოა და საჭიროა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.

„ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გრძელდება, სახიფათოა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი. ამის მისაღწევად, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე. სამშვიდობო შეთანხმება მკაფიოდ უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უზრუნველყოს აგრესორის პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა კესტუტის ბუდრისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics