2016-03-09 16:49:24, 724 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.4509 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4630 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0121 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.6857 ლარი გახდა, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6990 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0133 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან