|
2025-02-23 15:06:59, 1291 ნახვა
ომი უკრაინაში
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე დრონებით უპრეცედენტო მასშტაბის იერიში მიიტანა
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე დრონებით უპრეცედენტო მასშტაბის იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გაშვებული 267 უპილოტო საფრენი აპარატიდან თავდაცვის ძალებმა 138-ის განადგურება შეძლეს. ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, ომის დაწყებიდან დღემდე, ეს ერთ დღე-ღამეში გამოყენებული დრონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თავდასხმის შედეგად დაზიანდა დნეპროპეტროვსკის, ოდესის, პოლტავის, კიევის და ზაპოროჟიეს რეგიონები. უკრაინული მედიის ცნობით, კრივოი როგში განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. კიევის გოლოსეევსკის რაიონში დრონის ნამსხვრევებმა კერძო საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩინა. ასევე, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ტაძარი, სოციალური დაწესებულება, საწარმო, ბენზინგასამართი სადგური და რამდენიმე ავტომობილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)