19:09 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 13:32:08, 448 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - უკრაინამ უარყო აშშ-ის მიერ ბუნებრივი რესურსების შეთანხმების ახალი ვერსია

უკრაინის ხელისუფლებამ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული ბუნებრივი რესურსების შეთანხმების ახალი ვერსია უარყო, რომელიც ვაშინგტონისთვის 500 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რესურსების გადაცემას ითვალისწინებდა, - ინფორმაციას Bloomberg-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა დაწერა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი ვერსიის თანახმად, მიღებული შემოსავალი უნდა გაიგზავნოს ფონდში, სადაც აშშ 100%-ს მიიღებს.

კიევს სთხოვენ ფონდში წვლილის შეტანას მანამ, სანამ ის 500 მილიარდ დოლარს არ მიაღწევს, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკული დახმარების სანაცვლოდ ითხოვს.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ კიევი აშშ-ის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, უკრაინის შეფასებით, შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება 90 მილიარდი ევროს ღირებულებისაა. წყაროს ინფორმაციით, კიდევ ერთი დაბრკოლება აშშ-ის მხრიდან მომავალი სამხედრო და ფინანსური დახმარების გარანტიების არ არსებობაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics