02:52 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 16:28:15, 510 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: როდესმე არა, რაც შეიძლება მალე, ქართული პოლიტიკა არანორმალური მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს

„როდესმე არა, რაც შეიძლება მალე, ქართული პოლიტიკა უნდა გამოვიდეს იმ არანორმალური მდგომარეობიდან, აგრესიის და დესტრუქციის სტადიიდან და უნდა გავიდეს ახალ საფეხურზე“, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ღირსეული ოპონირებითა და მკვეთრი პოლიტიკური კონცეფციით, ახალი პოლიტიკური რეალობა უნდა შექმნან.

 „როდესმე არა, რაც შეიძლება მალე, ქართული პოლიტიკა უნდა გამოვიდეს იმ არანორმალური მდგომარეობიდან, აგრესიის და დესტრუქციის სტადიიდან და უნდა გავიდეს ახალ საფეხურზე. ღირსეული ოპონირებით და მკკვეთრი პოლიტიური კონცეფციით, ჩვენ უნდა ვიყოთ ახალი პოლიტიკური რეალობის შემქმნელები. პოლიტიკა ქვეყნისთვის საქმის კეთება უნდა იყოს და არა დემაგოგიის, საბოტაჟის, ხალხის აგრესიაზე და მოტყუეებაზე  აგებული რეიტინგები. ვინც ამ საქმეში მიიღებს მონაწილეობას, იმას აქვს პოლიტიკური მომავალი, ვინც არადა, დარჩება წარსულში და დავიწყებას მიეცემა“, -განაცხადა კახი კალაძემ.

ცნობისთვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს მოუსმინეს. მინისტრმა დეპუტატებს  ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics