22:59 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 16:57:28, 634 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ქართველ ხალხს სურს ახალი არჩევნები, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება და არა რუსეთის მიმართულებით წასვლა

მე ვარ საქართველოს ლიგიტიმური პრეზიდენტი. ასე მიმიჩნევს ქართველი ხალხი, - ამის შესახებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა One Decision-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ის, რაც ჩემთვის შეიცვალა, არის, რომ აღარ დავდივარ ყოველ დღე პრეზიდენტის სასახლეში და არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელობა აქვს. კედლები არ ქმნიან ლიგიტიმაციას, ლეგიტიმაციას ქმნის ხალხი, რომელსაც მე ყოველ დღე ქუჩებში ვხვდები. ვხვდები პოლიტიკურ პარტიებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, მედიას. ვცდილობ, ვაკეთო ის, რასაც მანამდე ვაკეთებდი. პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას რეალური აღმასრულებელი ძალაუფლება არ მქონდა. ჩემი ძალაუფლება დღეს იგივეა, მაგრამ უფრო ძლიერი”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნები რუსული მეთოდოლოგიით გააყალბეს და რომ მესამე თვეა ქართველი ხალხი, რომელიც საკუთარ ევროპულ მომავალს იცავს, საპროტესტო აქციებს აგრძელებს.

„ხალხი ქუჩაში აგრძელებს პროტესტს. ჩვენ ვართ ღრმა კრიზისში და როდესაც ღრმა კრიზისში ხარ, ერთადერთი გამოსავალია, დაბრუნდე ხალხთან და ჰკითხო, რა სურთ რეალურად. შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც ქართველ ხალხს სურს, არის ახალი არჩევნები, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება, თავიანთი ხმების უკან დაბრუნება, რათა დაიბრუნონ მომავალი და არ წავიდნენ რუსეთის მიმართულებით, მიმართულებით, რომლისკენაც მათ მხოლოდ ერთი ოლიგარქი მიუძღვით“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics