|
2025-02-21 14:24:08, 1328 ნახვა
სხვადასხვა
რა ზომის აეროგრილის ყიდვა ჯობია
მრავალფუნქციური აეროგრილი თანამედროვე სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც საშუალებას გაძლევს მოამზადო საკვები ჯანსაღად და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მცირე დროში. როდესაც არჩევანის წინაშე დგახარ და არ იცი რა ზომის აეროგრილი შეიძინო, ამ შემთხვევაში, აუცილებელია გაითვალისწინო შენი საჭიროებები და სამზარეულოს სივრცე. გაქვს საკმარისი ადგილი დიდი მოწყობილობის განსათავსებლად? ამ სტატიაში განვიხილავთ მცირე და დიდი აეროგრილების უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს და ვეცდები გაგიმარტივო არჩევანი. მაღალი ხარისხის აეროგრილების შეძენა extra-ზე შეგიძლიათ საუკეთესო ფასად.
მცირე ზომის აეროგრილის უპირატესობებიმცირე მოცულობის აეროგრილი მარტივად თავსდება პატარა სამზარეულოში და არ იკავებს ზედმეტ ადგილს. ამასთან, ენერგოეფექტურიც არის, რადგან ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოიხმარს.
პატარა აეროგრილების ყიდვა არ ღირს იმ შემთხვევაში, თუ დიდი ოჯახი გაქვს, რადგან საკვების მოსამზადებლად შესაძლოა არასაკმარისი იყოს. აგრეთვე, ზოგიერთ პატარა მოდელს ნაკლები ფუნქცია აქვს, ვიდრე დიდს.
რა უპირატესობა აქვს დიდი ზომის აეროგრილსდიდი ზომის აეროგრილს მეტი ტევადობა აქვს და იდეალურია როგორც დიდი ოჯახებისთვის, ისე მათთვის, ვინც ხშირად ამზადებს დიდი რაოდენობით საკვებს.
ასეთი აეროგრილების მთავარი ნაკლოვანება ის არის, რომ დიდ სივრცეს იკავებს, ამიტომ, თუ მცირე სამზარეულო გაქვს, დიდი აეროგრილი, შესაძლოა, არ იყოს შენთვის მოსახერხებელი.დიდი მოდელები მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც კომუნალურ ხარჯებზეც აისახება. რომელი აეროგრილი უნდა შეიძინო
თუ მცირე ოჯახი გყავს და აეროგრილს მხოლოდ მცირე რაოდენობის საკვების მოსამზადებლად იყენებ, მაშინ მცირე აეროგრილი იქნება საუკეთესო არჩევანი. თუ დიდი ოჯახი გყავს და ხშირად ამზადებ დიდი რაოდენობით საკვებს, დიდი ზომის, მრავალფუნქციური მოწყობილობა დაგჭირდება. ასე რომ, არჩევანი დამოკიდებულია შენს კონკრეტულ საჭიროებებსა და სამზარეულოს სივრცეზე. ორივე ვარიანტს აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები, ასე რომ, შეარჩიე ის, რომელიც შენს ყოველდღიურობას ყველაზე მეტად შეესაბამება.
სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)