19:12 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 15:33:27, 362 ნახვა

პოლიტიკა
გოგლა ჟვანია: 2003 წელს ერთადერთი რუსული მსხვილი ბიზნესი საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული

 „ქართული ოცნების“ დეპუტატ გოგლა ჟვანიას განცხადებით, 2003 წელს საქართველოში ერთადერთი რუსული მსხვილი ბიზნესი  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული.

როგორც ჟვანიამ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც ენერგეტიკის მინისტრს უსმენენ, 9 წლის განმავლობაში, საქართველოში რუსული კაპიტალის წილი მკვეთრად გაიზარდა:

„ცოტა ღიმილის  მომგვრელია, როდესაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ან არასამთავრობოები, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ყოფილ ხელისუფლებას, ამ ხელისუფლების წევრები იყვნენ, დღეს არიან არსამთავრობოები, საუბრობენ ქვეყნის  ეენრგოდამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ, პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე და ცდილობენ, საზოგადოება დააფრთხონ „გაზპროკმით“ და თითქოს რაღაცა ხელისუფლება ცდილობს, შეუქმნას პრობლემა ქვეყნის უსაფრთხოებას.

2003 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში, ერთადეთი მსხვილი რუსული ბიზნესი საქართველოში, რომელიც იყო წარმოდგენილი, იყო საგა გაზი. სხვა მსხვილი რუსული ბიზნესი საქართველოში წარმოდგენილოი არ იყო. ეს საგა გაზიც იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაცია,  მისი მეპატრონე იყო დავით ბეჟუაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მაშინ მისი ძმა იყო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და ა.შ. ანუ ეს ბიზნესიც, 2003 წელს ერთადერთი რუსული მსხვილი ბიზნესი დაკავშირებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამის შემდეგ, 9 წლის მანძილზე, თუ ენერგეტიკაზე ვლაპარაკობთ და სახელწმიფო ენერგოკომპანიების მონაწილეობაზე, ქართული ენერგეტიკის დიდი ნაწილი გადავიდა რუსული სახელმწიფო ორგანიზაცია „რაო-ესის“ ხელში, მათ შორის „თელასი“.

ანუ, მკვეთრად გაიზარდა რუსული კაპიტალის წილი საქართველოში ამ 9 წლის განმავლობაში. დღეს არც ერთი თეთრი არ არის რუსული ინვესტიცია, არის სულ სხვა და სხვა საერთაშორისო  საფინანსო ინსტიტუტებიდან,  საერთაშორისო ბიზნესებიდან. განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის  პერიოდიდან, ეს არის მარტო ენერგეტიკა და რომ ვისუაბრო, რა მხოდა პოლიტიკაში . დღეს სამხედრო ბაზები რომ შენდება უკონტროლოდ აფხაზეთში, ცხინვალის ტერიტორიაზე, 10 კილომეტრში თბილისდან,  ვისი მოღვაწეობის შედეგია? ამას არ აქვს კავშირი ქვეყნის უსაფრთხოებასთან?!, ეს არ არის თქვენი პოლიტიკის შედეგი?! ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ბევრი ეს პრობლემა მოგვარებისკენ წავიდა.

ყველაფერი, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, არის დემაგოგია და ადამიანების შეცდომაში შეყვანა, მაგრამ  ეგეც არ გამოგდით და ეს თქვენი უკანასკნელი აქციაც არის სასაცილო, აქცია,  მართლა სამარცხინო აქცია, რომელიც ასევე წყალში ჩაგივარდათ, როგორც წინამორბედი აქციები, ამის საუკეთესო მაგალითია“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
საპატრიარქო: სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics