|
2025-02-20 16:34:29, 597 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი Global Compact-ის „ხარისხიანი განათლების“ ჯილდოს მფლობელია
საქართველოს ბანკი გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პროგრამის - „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში, „ხარისხიანი განათლების“ ნომინაციის გამარჯვებულია. აღნიშნული ღონისძიება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მეშვიდედ გაიმართა. ინიციატივის ფარგლებში, გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა კატეგორიებში, მათ შორის: SDG 4 - ხარისხიანი განათლება; SDG 8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; SDG 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები; SDG 12 - მდგრადი მოხმარება და წარმოება; SDG 16- მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები; SDG 17- პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - პარტნიორული პროექტები/მდგრადი დაფინანსება. „საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულება განათლებაა. შესაბამისად, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პროგრამის ფარგლებში მიღებული ჯილდო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით ჩვენ მიერ გაღებული ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც გვანახებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვიბიძგებს, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. დღეისათვის, CSR-ის პორტფოლიო 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ითვლის, რაც ნიშნავს იმას, რომ 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ვქმნით ხარისხიანი განათლების მიღების, პოტენციალის გამოვლენისა და საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის შესაძლებლობას“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)