|
2016-03-09 15:13:16, 639 ნახვა
პოლიტიკა
გოგი თოფაძე: თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?
„მთელი საუბარი იმაზე ააგეს, რომ რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და „გაზპრომთან“ მოლაპარაკება როგორ შეიძლება. თუ საკითხს ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?!“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს უსმენენ. თოფაძის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტროა: „ბატონ კახას მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტროა. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების სტრატეგიაა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსები და სწორედ ამ გზას ადგანან. რომელი სამინისტროც მეტს გააკეთებს, მეტად გააკრიტიკებენ. როდესაც ვგეგმავთ, რომ ბევრი საწარმო აშენდეს საქართველოსი, როცა დაიწყო საუბარი რომ შეიძლება „გაზპრომიდან“ მივიღოთ დამატებითი ბუნებრივი აირი, ამას სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა, ეკონომიკურად, თუ 4-5 მომწოდებელი გექნება, ეს ეკონომიური იქნება. ხვალ შეიძლება ირანიდან შემოვიდეს გაზი, თურქმენეთიდან. ამაზე ააგეს, რომ თურმე როგორ შეიძლება, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და „გაზპრომთან“ საუბარი არ შეიძლება. მწვანილის გატანა და სხვადასხვა ღვინის გატანა შეიძლება და... თუ ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?! ნებისმიერი წარმატებული პროექტი, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, კრიტიკის ქარცეცხლში ხვდება. გაიხსენეთ, სამ ხეზე რა ამბავი დაგვაყარეს, სამ ხეზე, რომელიც არც არავის წაუღია და მთელი ტყეები გაჩეხეთ საქართველოში, მილიარდები გაიტანეთ, სამ ხეზე რა ამბავი იყო, ორი კვირა დავკარგეთ პარლამენტში. ამიტომ, ცოტა ისე მიიღეთ ამათი კრიტიკა კალაძეს მიმართავს, ჩვენ შეჩვეულები ვართ. წარმატებებს გისურვებთ. ბევრი სასიკეთო გაკეთდა და ალბათ, ასე უნდა გააგრძელოთ“, - განაცხადა გოგი თოფაძემ. თოფაძის გამოსვლის შემდეგ განცხადება გიგი წერეთელმა გააკეთა: „იმედია, ავცდებით ჩვენ ახალ გეოპოლიტიკურ შეჯახებას და კრიზისს ბატონი გოგის გამოსვლის შემდეგ, თურქეთი არ გაგვინაწყენდება და ჩვენს სტატეგიულ პარტნიორად დარჩება“, - აღნიშნა წერეთელმა.
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
საპატრიარქო: სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)