08:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 13:48:48, 332 ნახვა

მსოფლიო
ჰამასმა ისრაელს 4 დაღუპული მძევლის ცხედრები გადასცა, მათ შორისაა 9 თვის კფირ ბიბასი

პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელს 4 დაღუპული ისრაელელი მძევლის ცხედრები გადასცა. დაღუპულებს შორისაა 2 მცირეწლოვანი ბიჭი, რომლებზეც დიდი ხანია, ვარაუდობდნენ, რომ ტერორისტების ტყვეობაში დაიღუპნენ. 

4 დაღუპულ ისრაელელ მძევალს შორისაა 32 წლის ქალი, შირი ბიბასი, მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი - 4 წლის არიელი და 9 თვის კფირი და 84 წლის მამაკაცი, ოდედ ლიფშიცი. ყოველი მათგანი ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დროს გაიტაცეს. 

შირი ბიბასის მეუღლე, დაღუპული მცირეწლოვანი არიელისა და კფირის მამა, იარდენ ბიბასი ჰამასის ტყვეობაში 16 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. იგი 1-ელ თებერვალს გათავისუფლდა. 

"ჩვენი გულები - მთელი ერის გული - დამსხვრეულია. ისრაელის სახელმწიფოს სახელით, გიხრით თავს და გთხოვთ პატიებას. პატიებას, რომ ვერ დაგიცავით იმ საშინელ დღეს. პატიებას, რომ ვერ დაგაბრუნეთ შინ უსაფრთხოდ". - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა. 

ტერორისტებმა წითელი ჯვრისთვის ცხედრების გადაცემამდე ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში, ტრადიციულად, სცენა მოაწყვეს და სცენაზე 4 შავი კუბო დემონსტრაციულად დაასვენეს. სცენაზე აღმართულ ბანერზე დაღუპული მძევლების სურათებთან ერთად ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსახულება იყო დატანილი. ბანერი ნეთანიაჰუს გამოსახავდა, როგორც ვამპირი. ტერორისტების მტკიცებით, მძევლები ღაზაზე ისრაელის ერთ-ერთი იერიშის შედეგად დაიღუპნენ. 

ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადებაში დაადასტურა, რომ ისრაელმა "4 დაცემული მძევლის კუბოები მიიღო". 

ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ჰამას-ისრაელის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ძალაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 15 თვის შემდეგ, 19 იანვარს შევიდა, ჰამასმა ამ დროისთვის ისრაელს 28 მძევალი გადასცა - მათგან 24 ცოცხალი, ხოლო 4 დაღუპული. ისრაელიდან ღაზის სექტორში დაბრუნდა ასობით პალესტინელი პატიმარი. 

შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33-დან 25 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს (მათგან 8 ტყვეობაში გარდაიცვალა), მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე პირებს გაათავისუფლებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics