22:33 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 13:42:39, 367 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ღალატი პროფესიად იქცა და ამის მთავარ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა, ცდილობს ჩაანაცვლოს სააკაშვილი

ღალატი პროფესიად იქცა და ამის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა - ცდილობს, რომ ჩაანაცვლოს სააკაშვილი და თავის გარშემო გააერთიანოს ოპოზიცია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის მთავარი იდეა საქართველოს დამარცხებაა.

"ღალატი პროფესიად იქცა და ამის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა. დროშა მოიპარა და ისევ ამბობს, პრეზიდენტი ვარო. ჯერ ეს ერთი, ეს სისულელეა, მაგრამ ამ სისულელის უკან ცდილობს, რომ ჩაანაცვლოს სააკაშვილი და თავის გარშემო გააერთიანოს ოპოზიცია. მან ასეთი როლი შექმნა კარნახით, რასაკვირველია. როგორ ასრულებს მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოსთვის სიკეთე არავის უნდა. საქართველოს დამარცხებაა მათი მთავარი იდეა. დამარცხება იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ევრობიურაკრატიის გარკვეული ინტერესები გაატარონ საქართველოში, რომ თუ ვერ შედგა რუსეთის და ამერიკის დაპირისპირება, ვერ აინთო ცეცხლი, თუ ვერ შედგა ომი, ახლა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირების პოლიგონი შედგეს. ეს მათი ამოცანაა. ეს მარიონეტული ჯგუფია. ეს არ წარმოადგენს რაიმე თვითმყოფად პოლიტიკურ სტრუქტურას, ან კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც გარკვეული იდეა აქვთ. ეს არის ანტიქართული წარმონაქმნი. ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ეს ადამიანები მონაწილეობენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics