|
2025-02-20 10:17:39, 466 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ზელენსკის “მძიანარა“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს საკმაოდ უხეშად მოექცნენ კიევში ბოლო ვიზიტის დროს, როდესაც უკრაინამ იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა. „სკოტ ბესენტი რეალურად წავიდა იქ და მას საკმაოდ უხეშად მოექცნენ, რადგან ფაქტობრივად, მათ უთხრეს არა და რომ ზელენსკის ეძინა და ვერ შეხვდებოდა. მან ბევრი საათი იმგზავრა მატარებლით, რაც სახიფათო მგზავრობაა და ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსთა მინისტრზე. დოკუმენტზე ხელმოწერისთვის წავიდა და იქ რომ მივიდა ცარიელი დაბრუნდა. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტს“, - განაცხადა ტრამპმა. კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა გარიგება აღადგინოს, ტრამპმა უპასუხა: ”დიახ, ვფიქრობ, რომ აღვადგენ ამ შეთანხმებას, თქვენ იცით, ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ მე ვაპირებ მის განახლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას [ვოლოდიმირ ზელენსკის] რაღაცები არცთუ ძალიან გაახარებს. აი ნახეთ, არჩევნების დროა“, - აღნიშნა ტრამპმა. მან კიდევ გაიმეორა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარება უგზო-უკვლოდ არის დახარჯული. „მინდა გავარკვიო მთელი ის თანხა, რასაც ჩვენ უკრაინაში ვაგზავნით. სად არის?” - განაცხადა ტრამპმა.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)