|
2025-02-19 12:19:31, 1085 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 106 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 106 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა და 167 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 106 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 56 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. „მტრის თავდასხმის შედეგად ოდესის, კიევის, სუმის, ჩერკასისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ოდესაზე მასიური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)