00:14 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 20:33:43, 467 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბიშვილზე და გახარიაზე თავდასხმებს „აღმაშფოთებელსა და საზიზღარს“ უწოდებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც „საზიზღარს და აღმაშფოთებელს“ უწოდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე, და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმებს.

ესტონეთი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ასეთი ქმედებები და უზრუნველყოს დამნაშავეების პასუხისგება.

„აღმაშფოთებელი და საზიზღარი თავდასხმები საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და ოპოზიციურ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე.

ესტონეთი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს თავდასხმები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics