00:50 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 18:44:25, 586 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებული უყურებდნენ, რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში

„ეს ყველაფერი ავნებს ცხადია საქართველოს გარეთ იმიჯს, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ რანაირად შეიძლება ტურიზმზე რამე ვთქვათ, როცა აეროპორტში უსაფრთხოება არ არის დაცული“. - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მაშინ არსებობს, როცა ნებისმიერი განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანი დაცულია.

 „ეს ყველაფერი ავნებს ცხადია საქართველოს გარეთ იმიჯს, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ რანაირად შეიძლება ტურიზმზე რამე ვთქვათ, როცა აეროპორტში უსაფრთხოება არ არის დაცული. არც გუშინ წინ, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, “ოცნების“ ყოფილ პრემიერ, არც მაშინ არ იყო პოლიცია არსად და არც ამ დილით. ამ დილით უკვე ვიცოდით, ხომ იყო გავრცელებული, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო, ვიღაც ქალები ავრცელებდნენ, მე თუ ვიცოდი, ყველამ იცოდა და თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ეს იმასაც ნიშნავს, რომ რაღაც ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული. იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებული უყურებდნენ, რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში.

სახელმწიფო არსებობს, როცა წესრიგი და უსაფრთხოება დაცულია ყველასთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავისი პოლიტიკური ხედვის გამო თუნდაც არ მოგწონს. სახელმწიფოს გვიკარგავენ დღითი დღე, მაგრამ ჩვენ ვდგავართ და ხალხი დგას, მე მათთან ერთად ვარ, თუნდაც როცა არ ვარ ქვეყანაში. არავინ იფიქროს, რომ ამის გამო მე არ წავალ და არ წამოვალ, სადაც საჭირო იქნება იქ წავალ და იქიდან ჩამოვალ იმიტომ, რომ ჩემი მოვალეობაა, ვიყო ხალხის ხმა და გამამხნევებელი, რათა გაგრძელდეს პროტესტი. ეს იქნება ბოლომდე, ბოლომდე მათთვის და ბოლომდე ჩემთვის,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics