04:02 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 13:35:27, 762 ნახვა

ეკონომიკა
კალაძე აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი მოცულობის გაზის „გაზპრომიდან“ შემოტანაში პრობლემას ვერ ხედავს

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით,  აუცილებლობის შემთხვევაში,  საქართველოში დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის „გაზპრომიდან“ შემოტანაში პრობლემას ვერ ხედავს.

 ამის შესახებ კალაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დამატებით მოცულობის ბუნებრივი აირის  საქართველოში შემოტანას  აზერბაიჯანი ვერ შეძლებს.

„მე ამას ვუყურებ სუფთა ეკონომიკურ ჭრილში, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ჩემს ქვეყანას დაჭირდება, ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს დაჭირდება  დამატებითი მოცულობები და  შესაძლებლობა ვერ გვექნება, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიტანოთ, მაგალითად, აზერბაიჯანიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისას, რომ მოხდეს ბუნებრივი აირით  საქართველოს  უზრუნველყოფა თუნდაც „გაზპრომიდან“ ნაყიდი გაზით“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ცუდი იქნება ის, თუკი აზერბაიჯანული გაზის  მთლიანად რუსული გაზით ჩანაცვლება მოხდება:

„ძალიან ცუდი იქნება, თუ ჩვენ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ჩავანაცვლოთ აზერბაიჯანი და მთლიანად შემოვიყვანოთ „გაზპრმომი“, ეს ნამდვილად ცუდი იქნება“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მომავალი წლების განამვლობაში ამ მიმართულებით საქართველოს არანაირი პრობლემა არ ექნება და  ქვეყანა აზერბაიჯანიდან მიღენული ბუნებრივი აირით სრულიად უზრუნველყოფილი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics