|
2025-02-18 17:33:04, 6684 ნახვა
Fox News - აშშ-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა უკრაინაში არჩევნების გამართვა იქნება
აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა. Fox-ის მიერ ინფორმაციით, მხარეები 3-ეტაპიან "მშვიდობის გეგმაზე" შეთანხმდნენ. საკითხში გარკვეული რამდენიმე დიპლომატი მედიასთან ადასტურებს, რომ გეგმა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას და საბოლოო შეთანხმების ხელმოწერას. წყაროების მიხედვით, რუსეთი აღნიშნავს, რომ მისთვის მთავარი საკითხი უკრაინაში ახალი არჩევნების გამართვაა. თეთრ სახლს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. სხვადასხვა დიპლომატიური წყაროები ავრცელებენ ამონარიდს უკრაინული მხარის წერილიდან: "პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მარიონეტი პრეზიდენტის არჩევის ალბათობა ძალიან მაღალია და დარწმუნებულია, რომ მოქმედი პრეზიდენტის გარდა ნებისმიერი სხვა კანდიდატი იქნება უფრო მოქნილი, მზად მოლაპარაკებისთვისა და დათმობებზე წასვლისთვის. საპასუხოდ, დონალდ ტრამპი მზად არის, აღიაროს ახალი არჩევნების შედეგები, მათ შორის, პრორუსული, მარიონეტი პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაშიც. დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი მიიჩნევენ, რომ მოქმედი პრეზიდენტის ხელახლა არჩევის შანსები დაბალია" საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 18 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. ამერიკულ მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი. ხოლო რუსულ მხარეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი წარმოადგენენ. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს: "უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)