|
2025-02-18 15:31:36, 514 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლაზე - ეს არის მიუღებელი ფაქტი, ყველამ უნდა დაგმოს ასეთი ფაქტი
ეს არის მიუღებელი ფაქტი, ყველამ უნდა დაგმოს ასეთი ფაქტი - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხების სროლას შეეხებოდა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს სიძულვილის გარემო შექმნილია გარედან, მათ შორის უცხოური დაფინანსებით. „აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტია. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფაქტებზე ყველას ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, ყველამ გააცნობიეროს, განსაკუთრებით, ეს ეხება დონორებს და ზოგიერთ ელჩს, რომელიც საქართველოში თესავს ზიზღის, აუტანლობის, განხეთქილების გარემოს. ამას აკეთებენ დაფინანსებით. ნაცვლად იმისა, რომ მორალი უკითხოს ევროკავშირის ელჩმა, ჩემი მოლოდინი იქნებოდა, რომ გაასაჯაროოს ევროკავშირის თითოეული ცენტის დაფინანსება საქართველოში. განსაკუთრებით, ეს ეხება ევროპის დემოკრატიის ფონდს [EED], რომლის ფულიც ზუსტად რადიკალიზმის გაღვივებაში იხარჯება; რომლის ფულიც ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებაში იხარჯება. ეს ყველაფერი მან კარგად იცის, ცენტობითა და პროექტებით იცის და ამას არ უმხელს ქართველ ხალხს. ამიტომ თუკი ვინმეს მორალზე სურს საუბარი, სჯობს, ყველამ დაიწყოს საკუთარი თავიდან. უთხრას ქართველ ხალხს რაში იხარჯება ეს ფული. თუკი გაბედავენ და გაასაჯაროებენ EED-ის დაფინანსებას საქართველოში, იქ ამოიკითხავთ ყველაფერს. ნახავთ ვინ აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას და როგორ იქმნებოდა საქართველოში სიძულვილის გარემო. ნახავთ როგორ აფინანსებდა ევროკავშირის ევროპის დემოკრატიის ფონდი პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საქართველოში ზიზღის და განხეთქილების დამნერგავები არიან. აქ იქნება პასუხი, რომ ეს გარემო იქმნებოდა, მათ შორის, უცხოური დაფინანსებით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი ფაქტი, ყველამ უნდა დაგმოს ასეთი ფაქტი. ეს სიძულვილის გარემო შექმნილია გარედან. ეს არის გარედან თავსმოხვეული სიძულვილის გარემო, რომელიც შექმნილია, მათ შორის უცხოური დაფინანსების, მილიონების ჩასხმით იმისთვის, რომ საზოგადოება ერთმანეთს წაკიდონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)