01:44 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 13:15:26, 349 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე რუსეთ-უკრაინის ომზე - უკრაინამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა

,,2022 წლის თებერვლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნისთვის რთული და ამავე დროს, სასიცოცხლოდ სახიფათო ვითარება შეიქმნა. უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გარკვევის ბრძოლის ველად იქცა. ამ ბრძოლაში საქართველოსაც მძიმე როლი მიაკუთვნეს და ქართულ საზოგადოებას გმირობად გამოცხადებული უკრაინიზაცია შეფარულად, ერთადერთ საუკეთესო პერსპექტივად წარუდგინეს.

საჭირო გახდა სასიცოცხლოდ სახიფათო ფარული გზის გამოაშკარავება, რომ ქვეყანა ბრჭყვიალა სატყუარებს არ წამოგებოდა - ხან ევროკავშირში დროზე ადრე გაწევრიანების, ხან NATO-ს წევრობის, ხან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და ხან მილიარდობით დახმარების ცრუ დაპირებით. სამწუხაროდ, უკრაინა ამ სატყუარებს წამოაგეს. სისხლისმღვრელ ომში მათი უპირობო მონაწილეობის მიუხედავად, ვერც ევროკავშირისა და ვერც NATO-ს წევრები ვერ გახდნენ. აქამდე გაწეული დახმარებაც დღეს უკვე ვალად დაუთვალეს. ხალხი და ტერიტორიები დაკარგეს. უკრაინამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. რისკების თავიდან აცილება მხოლოდ მეტი სიმართლით იყო შესაძლებელი და ხალხის ძალა სწორედ ამიტომ შეიქმნა'' - თქვა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics