|
2025-02-18 12:42:02, 457 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - შიმშილობა არაა ინდულგენცია, რომ ვინც იშიმშილებს, ყველა გათავისუფლდეს
შიმშილობა არ გახლავთ ინდულგენცია, რომ ვინც იშიმშილებს ყველა პატიმარი გათავისუფლდეს - ასეთ შემთხვევაში მაშინ მსოფლიოში აღარ დარჩებოდა არავინ საპყრობილეში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და ნორმალური კვება დაიწყოს. ამასთან, ის ამაღლობელთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პაველ ჰერჩინსკიმ „პრაქტიკულად, წაახალისა ის მოქალაქეები, რომლებსაც შეიძლება, სამომავლოდ გაუჩნდეთ განცდა, რომ სილა გააწნან პოლიციელს". „სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ევროკავშირის ელჩი არ მოუწოდებს მოქალაქეს, რომელიც პატიმარია და შიმშილობს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. წარმოიდგინეთ, ევროკავშირის ელჩი, რომლის ფუნქციები არის, რომ ნორმალური ურთიერთობები დაამყაროს ქვეყანასთან, არ მოუწოდებს პატიმარს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. მეტსაც გეტყვით, ევროკავშირის ელჩმა, პრაქტიკულად, ამ განცხადებით, წაახალისა ის მოქალაქეები, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სამომავლოდ განცდა, რომ სილა გააწნან პოლიციელს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელს. მერე თუ დაიჭირეს, გამოვა ევროკავშირის ელჩი და იტყვის, რომ გაათავისუფლეთ ეს ადამიანი. აი, ეს დემოკრატია რომ დაიწუნა ამერიკის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა, სახელმწიფო მდივანმა ამას ვერ ხვდება ევროკავშირის ელჩი? გამოვიდეს და თქვას მაშინ, რომ ამერიკის პრეზიდენტიც ანტიევროპულ განცხადებას აკეთებს. ამას ვერ ბედავს და ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ასეთო დონის ელჩი როდესაც ხარ საქართველოში, მინიმუმ პატივი უნდა სცე სიმართლეს და იმ ხალხს, სადაც ცხოვრობ. ასეთ განცხადებებს როცა აკეთებ შეურაცხყოფას ამით ვერ მიაყენებ ქართველ საზოგადოებას და პირიქით კი ნამდვილად მოხდება," - განაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ "დღეს არის მცდელობა, გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად, დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს, რაც მიუღებელია". მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს მოწოდებას, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)