01:44 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 11:46:33, 421 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ივანიშვილზე - საქართველო აარიდა ომს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას

ვულოცავ დაბადების დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ისტორია დაწერა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კალაძე წერს, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო აარიდა ომს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.

„დიდია მისი წვლილი საქართველოს აღმშენებლობაში, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლა და მისი პოლიტიკური საქმიანობაა. დღეს, როცა მსოფლიო მოწმე გახდა ლიბერალიზმის ნიღბით შეფუთული ფაშიზმის გამოაშკარავების, ხელისგულზე დაიდო ყველა პროცესი, თვალხილული გახდა საფრთხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ აარიდა ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზაზე იყო უამრავი გამოწვევა, სანქციები, მუქარა და შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუმცა მან, ზუსტად ისე, როგორც 2012 წელს, ქართველ ხალხთან ერთად, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით, ღირსეულად იარა ამ გზაზე, საქართველო აარიდა ომს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ თარიღს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას საქართველოს საკეთილდღეოდ!“, – წერს კახა კალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics