|
2025-02-18 09:33:42, 556 ნახვა
მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - თურქეთი ეძებს გზებს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად ჩასართავად
თურქეთი ეძებს გზებს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად ჩასართავად, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ისაუბრა. ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთს სურს, უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, ასევე იმუშაოს ისეთ შეთანხმებებზე, როგორიცაა მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა. „ახლა ჩვენ ვეძებთ დამატებით შესაძლებლობებს, თუ როგორ შეგვიძლია, უფრო მეტად ჩავერთოთ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში და ვთავაზობთ ორივე მხარეს, რომ შეგვიძლია, ვუმასპინძლოთ შეხვედრის ადგილს, შეგვიძლია, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი, უკრაინა და აშშ აყალიბებენ თავიანთ გეგმებს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჰაკან ფიდანის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმაც უნდა დაიკავონ ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან თურქეთთან ერთად.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)